საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ოლქის პროკურორებს და ქ.თბილისის პროკურორს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე, პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
მთავარმა პროკურორმა საქართველოს პროკურატურის განვითარების და რეფორმირების საკუთარი გეგმა გააცნო ოლქის პროკურორებს და ამ მიმართულებებით მათ დავალებები მისცა.
საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე 2 დეკემბერს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებთან გაფართოებული შეხვედრის გამართვას გეგმავს, სადაც პროკურატურის განვითარების საკუთარ პროგრამას თანამშრომლებს გააცნობს. აღნიშნულ ფორმატში, სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებებით გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვაც მოხდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.