ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმში დღესასწაული „ლომისობა" აღინიშნა.
ჩქუმის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა ჭყონდიდის, ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ.
საზეიმო წირვას ესწრებოდა რაჭა- ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული -პაპუნა მარგველიძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე- არჩილ თალაკვაძე, ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი- კარლო კოპალიანი, რწმუნებულის მოადგილე- ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი-ლევან ზალკალიანი და მერის მოადგილე-რევაზ ახვლედიანი, საკრებულის თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეებთან ერთად.
ტაძარი 2018 წელს აშენდა ბიზნესმენ ვოვა თუთისანის თაოსნობით და დღევანდელ დღესასწაულს საქართველოს პატრიარქის კურთხევით „ლომისობა" ეწოდა.
გილოცავთ ლეჩხუმურ „ლომისობას", წმინდა გიორგის მადლმა გაგაძლიეროთ და დაგიფაროთ სრულიად საქართველო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.