დევიდ ლიდინგტონი: ვემხრობით საქართველოს მისწრაფებას გახდეს ევროპული ოჯახის წევრი
30-11-2015, 07:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლიდიგტონმა საქართველო-დიდი ბრიტანეთის ყოველწლიური დიალოგის "უორდროპის დიალოგის" მეორე შეხვედრის სესიის გახსნისას განაცხადა.

 

 

"ვემხრობით საქართველოს მისწრაფებას გახდეს ევროპული ოჯახის წევრი" - აღნიშნა დევიდ ლიდინგტონმა.

 


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მიესალმა.

 


მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ყოველწლიური დიალოგის არსებობის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში და აღინიშნეს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის სექტორული მიმართულებით თანამშრომლობის თვალსაზრისით ბოლო პერიოდში არსებული მაღალი დინამიკა.

 


გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ბრიტანულ მხარეს იმ სოლიდარობისთვის, რასაც იგი ავლენს საქართველოს ევროპული არჩევანის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მისი განცხადებით, ბოლო პერიოდის განმალობაში დიდმა ბრიტანეთმა და საქართველომ შეძლეს განევითარებინათ რეალურად მჭიდრო ურთიერთობა, რაც მეგობრობასა და საერთო ფასეულობებს ეფუძნება.

 


"უორდროპის დიალოგის" პლენარულ სესიამდე, მინისტრების ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. გიორგი კვირიკაშვილმა და დევიდ ლიდინგტონმა განიხილეს საქართველო-დიდი ბრიტანეთის ორმხრივი ურთიერთობის აქტუალური საკითხები, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხს, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარეობას, ნატოს არსებითი პაკეტის განხორციელებას, აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი წლიური სამოქმედო გეგმის განხორციელების თვალსაზრისით.

 



კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი