მთელი რიგი მაჟორიტარული ოლქების გაუქმებასა და ახლების შექმნაზე "ქართული ოცნება" ერთიან გადაწყვეტილებამდე მივიდა
30-11-2015, 07:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტში 73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრების ცვლილებასთან დაკავშირებით კანონპროექტი შევიდა, რომელსაც უმრავლესობაში შემავალი შვიდი ფრაქციიდან ექვსი აწერს ხელს, ხოლო ფრაქცია - "უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები" ხელმომწერებს შორის არ არის დაფიქსირებული.



პროექტის მიხედვით, თბილისში, 10 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, 18 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება. საქართველოს დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მუნიციპალიტეტების გაერთიანების ან პირიქით – გაყოფის ან მუნიციპალიტეტთან სხვა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიერთების გზით 42 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება, ხოლო 13 მუნიციპალიტეტის (საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტის, ხაშურის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, მესტიის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, სენაკის, ქალაქ ზუგდიდის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტები) საზღვრები თანხვედრაში იქნება მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებთან.

 

 

ახალი ინიციტივა გულისხმობს დარჩენილი მუნიციპალიტეტების ერთიან მაჟორიტარულ ოლქში გაერთიანებას. რამდენიმეგან მოხდება 2 ან უფრო მეტი მაჟორიტარული ოლქის გაერთიანება.

 

 

სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტბის საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.


ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის ბალღოჯიანისა და მთისძირის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

 


ყვარლის მუნიციპალიტეტის (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალიწინებული ყვარილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) და თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის, სანიორეს, ფშაველის, გულგულას, ყარაჯალასა და ართანას ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.


ქ. თელავის მუნიციპალიტეტისა და თელავის მუნიციპალიტეტის (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩვენო ოლქი.


ქ. რუსთავში მუნიციპალიტეტში იქმნება 2 მაჟორიტარული ოლქი.


მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის, კასუმლოს, სადახლოს, კაპანახის, ქუთლიარის, კაჩაგანის, ყულარის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 3 მაჟორიტარული საარჩევნო ოქლი.


მარნეულის მინიციპალიტეტის ქალაქ მარნეულის, ყიზილაჯლოს, თამარისის, წერეთლის, დამია-გეორარხის, შულავერის, შაუმიანის, წერაქვის, ხოჯორნის, ახქერპის, ოფრეთის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მამხუტის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

 


ბოლნისის მუნიციპალიტეტში (გარდა მამხუთის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოქლისა) იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.


წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

 


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის კუმისის, თელეთის, კრწანისის, ახალი სამგორის, გამარჯვების, აღთაკლიის, ყარათაკლიისა და ყარაჯალარის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.


გარდაბნის მუნიციპალიტეტში (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.


ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის  მუნიციპალიტეტის საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.


დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის მუნიციპალიტეტბის საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.


კასპის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის შავშების ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების სახღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.


ქარელის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების სახღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.


ქალაქ გორის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის ტინისხიდის, ბერბუკისა და კარალეთის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.


გორის მუნიციპალიტეტში (გარდა ამ მუხლის მე-17-მე-19 პუნქტებით გათვალისწინებული გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.


ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის აწყურის, აგარის, კლდის, ფერსის, ანდრიაწმინდის, მინაძის, სვირიას,  წყურუთის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.


ადიგენის, ასპინძისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტებისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის (გარდა ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.


ქალაქ ამბროლაურის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.


ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.


ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის  კვახჟირის, ჭოგნარის, გოდონისა და ნახშირღელეს ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.


ტყიბულის მუნიციპალიტეტისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის (გარდა ამ მუხლის 25-ე პუნქტით გათვალისწინებული თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა)  საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.


ხარაგაულისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  პირველი სვირისა და მეორე სვირის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.


ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ( გარდა ამ მუხლის 27-ე პუნქტით გათვალისწინებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.


ხონის მუნიციპალიტეტისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქ. სამტრედიის, კულაშის, ნაბაკევისა და ღანირის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.


ვანის მუნიციპალიტეტის და სამტრედიის მუნიციპალიტეტის (გარდა ამ მუხლის 29-ე პუნქტით გათვალისწინებული სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.


ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნაგომარის, სილაურის, ძიმითის, ჯუმათისა და შრომის ადგილობრივი მაჟრიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.


ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის (გარდა ამ მუხლის 31-ე პუნქტით გათვალსწინებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოქლებისა) იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.


აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმენბა 1 მაჟოტირატული საარჩევნო ოლქი.

 


ხობის მუნიციპალიტეტისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერგეტის, ნარაზენის, ცაიშის, ჭითაწყარის, ოქტომბრის და დიდი ნეძის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.


ზუგდიდის მუნიციპალიტეტში (გარდა ამ მუხლის 34-ე პუნქტით გათვალისწინებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოქლებისა) იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.


წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.


ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვის, საჩინოს, ჩაისუბნის და ხალას ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოქლებისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის, სარფია და ახალსოფლის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოქლებისა) იქმნება 3 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.


ქობულეთის მუნიციპალიტეტში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.


ქედის მუნიციპალიტეტისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.


შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

 


თუ აღნიშნული კანონპროექტი კანონად იქცევა, მაშინ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები სწორედ ახალი მაჟორიტარული ოლქების მიხედვით ჩატარდება. "ქართული ოცნება" შეთანხმდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით გაიმართება.



მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ახალი კანონის მიღების შედეგად, შეძლებისდაგვარად მიღწეული იქნება ხმათა თანაბარწონადობა და ამით საარჩევნო კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი