საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საჩხერეში პოლკოვნიკ ბესიკ
ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლას ესტუმრა. მინისტრი თავდაცვის
ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად სამთო საჩვენებელ
სწავლებას დაესწრო, სადაც სკოლის პირადმა შემადგენლობამ სამთო აღჭურვილობის
გამოყენებით ავსტრალიური და თავისუფალი დაშვების, ასევე ხეობის გადალახვის ელემენტები
წარმოადგინა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობას სამთო სკოლის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ივანე
ცხადაძემ უმასპინძლა. მან სტუმრებს სამთო მომზადების სკოლის ინფრასტრუქტურა
დაათვალიერებინა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი პირობები გააცნო.
დღესვე საჩხერეში სამთო მომზადების კურსების დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ჯუანშერ
ბურჭულაძემ და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე
ბატალიონის ოცეულსა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული
თავდაცვის აკადემიის საკანდიდატო კურსის პირად შემადგენლობას სამთო სწავლების
წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატებითა და სამკერდე ნიშნებით
დააჯილდოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.