დედაქალაქის მერი მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანას ხელისუფლების შეცვლის გარეშე კანდიდატის სტატუსის მიღება გაუჭირდება.
კახა კალაძის თქმით, ოპოზიციის მთავარ ოცნებას სწორედ ხელისუფლების ცვლილება წარმოადგენს, თუმცა ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კარგად იცის, როგორ უნდა იმოქმედოს მომავალ არჩვენებზე.
„ხელისუფლების ცვლილება - ეს არის მათი ოცნება. თუმცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა ძალიან კარგად იცის, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და როგორ უნდა იმოქმედოს, 2024 წლის არჩევნები მაქვს მხედველობაში. რაც შეეხება სტატუსს, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, რომელიც ივნისის ბოლოს მთლიანად შესრულებული იქნება. რას ნიშნავს, ვერ მიიღებს? იყო დათქმა გაკეთებული, წარმოდგენილი 12-პუნქტიანი გეგმა, შევასრულეთ და დარწმუნებული ვარ, აღნიშნულ სტატუსს მივიღებთ, რომელსაც აქამდეც ვიმსახურებდით. თუ რომელიმე ქვეყანა იმსახურებდა, მიეღო სტატუსი, პირველი ეს იყო საქართველო, ყველანაირი მონაცემებით, თვალსაზრისით, ყველა ქვეყანაზე წინ ვიყავით, თუმცა მიღებულ იქნა არასამართლიანი გადაწყვეტილება. თვითონ რეზოლუციებშიც აღნიშნავდნენ იმას, რომ საქართველო აღნიშნულ სტატუსს იმსახურებდა“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში არეულობა და რევოლუცია ბევრის ინტერესებშია, თუმცა მათ არაფერი გამოუვათ იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის და ხალხის ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას ატარებს.
„სამწუხაროა, რომ არასამართლიანი და პოლიტიკით გაჯერებული გადაწყვეტილება იყო კანდიდატის სტატუსზე უარი და ეს მიმართული იყო იქითკენ, რომ გამოეყენებინათ ქვეყნის შიგნით არეულობისთვის, დაპირისპირებისთვის, რევოლუციის მცდელობაც იყო, მაგრამ მერწმუნეთ, არავის არაფერი არ გამოუვა. „ქართულ ოცნებას“ დღეს ჰყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერი, ვინც გვერდში უდგას, რადგან ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ითვალისწინებს და ატარებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკას, რომელშიც გათვალისწინებულია ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი შეფასებით, ოპოზიცია ევროინტეგრაციის გზაზე მხოლოდ საბოტაჟით გამოირჩევა და ცდილობს, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, რასაც შემდეგ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენებენ.
„საერთოდ არსებობს ოპოზიცია? ერთადერთი რითაც შემოიფარგლებიან - განცხადებებია ქვეყნის წინააღმდეგ. მათი ქმედებები საბოტაჟისკენაა მიმართული. ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს სტატუსის მიღებაში ხელი შეუშალონ, ისევე როგორც ვიზალიბერალიზაციის, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისას. ყველაფერს აკეთებენ, როგორმე ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. შემდეგ ექნებათ მცდელობა, რომ ეს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციის ქმედებებს, მმართველ პარტიას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.
„ოპოზიცია წვალობს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დღეს „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, რადგან ვატარებთ ქვეყნის ინტერესებს, უზრუნველვყოფთ, რომ იყოს მშვიდობა და ეკონომიკური გაძლიერება. დაწყებული გვაქვს მოსახლეობასთან შეხვედრები. მათ ვესაუბრებით ხედვებზე, რა უნდა გაკეთდეს ამა თუ იმ მიმართულებით. ვესაუბრებით გამოწვევებზე. არასდროს დაგვიკარგავს კომუნიკაცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან. ეს მმართველი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.