საქველმოქმედო აქცია ხარაგაულში - სოციალურად დაუცველ ოჯახებს ტანსაცმელი გადაეცათ
30-11-2015, 08:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საერთაშორისო ასოციაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“(ხელმძღვანელი მაია კვეზერელი-კოპაძე) ხარაგაულში მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ და გამგეობის ინიციატივით, საერთაშორისო ასოციაციამ ხარაგაულში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ტანსაცმელი გადასცა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან საქველმოქმედო აქციაში 69 ოჯახი ჩაერთო.

 


25 ნოემბერს საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იზა ვეფხვაძემ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა ნანა კიკნაძემ, „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ ხელმძღვანელმა ეკა შავიძემ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ტანსაცმელი პირადად გადასცეს.

 


შეგახსენებთ, რომ ასოციაციას „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებს უკვე 23 წელია ახორციელებს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა მადლიერებას გამოხატავს აღნიშნული ორგანიზაციისა და მისი ხელმძღვანელის მაია კვეზერელი-კოპაძის მიმართ იმ ქველმოქმედებისათვის, რასაც ხარაგაულში ახორციელებენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი