ისტორიაში პირველად, აშშ-ის მოქმედი გუბერნატორი საქართველოს ეწვევა
13-06-2023, 10:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამშაბათს, 13 ივნისს, აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან პ. კემპი და პირველი ლედი მარტი კემპი უხელმძღვანელებენ ოფიციალურ დელეგაციას საერთაშორისო მისიით, რომელიც დაიწყება საქართველოს დედაქალაქში, თბილისში და დასრულდება პარიზში, საფრანგეთში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

 


ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქმედი ამერიკელი გუბერნატორი სტუმრობს საქართველოს, რათა ხაზი გაუსვას ამერიკის ერთგულებას მის მიმართ, განსაკუთრებით მეზობელი რუსეთის ტერიტორიული აგრესიის ფონზე. ვიზიტის მიზანია განამტკიცოს სტრატეგიული პარტნიორობა ევროპულ ინდუსტრიებთან ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშეწყობის გზით.

 


„მოუთმენლად ველი საქართველოში დისლოცირებული ეროვნული გვარდიის მამაც წევრებთან და საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრას, რათა განვამტკიცოთ ჩვენი ერთგულება სამხედრო პარტნიორობის კუთხით“, – განაცხადა გუბერნატორმა ბრაიან კემპმა. „ეს პარტნიორობა 28 წელზე მეტია გრძელდება, რადგან ჩვენ მთელ მსოფლიოში თავისუფლების მოყვარე ხალხის მეგობრად და მოკავშირედ ვრჩებით. ასევე, ამ დატვირთული ვიზიტისას მსურს შევხვდე სამუშაო ადგილების შემქმნელებსა და მთავარი ინდუსტრიის ლიდერებს, რათა ხელი შევუწყო ბიზნესს ჩვენს ნომერ პირველი შტატში. შეხვედრებისას ჩვენ შევძლებთ გავუზიაროთ მათ, თუ რატომ არის ჯორჯიის შტატი საუკეთესო ინვესტირებისა და შესაძლებლობებისთვის“.

 


საგარეო მისიის პირველი ეტაპი მოიცავს შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, აშშ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ქალბატონ რაიან ჰარისთან და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, აგრეთვე სხვა მაღალჩინოსნებთან . საქართველოში ყოფნისას დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ჯორჯიის ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის დეპარტამენტის გენერალ-მაიორი ტომ კარდენი, ასევე ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის (GDEcD) წარმომადგენლები. გუბერნატორი კემპი და დელეგაცია გამართავენ ორმხრივ შეხვედრებს ქვეყნის ოფიციალურ პირებთან, მოინახულებენ ჰუმანიტარულ თავშესაფარს, რომელიც აშენდა ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან პარტნიორობით, შეხვდებიან მარიეტას სახანძრო დეპარტამენტის წევრებს, რომლებიც ამჟამად სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების წვრთნებს საქართველოში ატარებენ და გამართავენ სხვა შეხვედრებს, რათა გააძლიერონ ურთიერთობა ჯორჯიის შტატსა და საქართველოს შორის.

 


„ეს ისტორიული ვიზიტი აძლიერებს ეროვნული გვარდიის სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამის მნიშვნელობას“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა ტომ კარდენმა, ჯორჯიის თავდაცვის დეპარტამენტის გენერალ-ადიუტანტმა. “ჩვენი თანაგუნდელები საქართველოდან 11 სექტემბრის შემდეგ ჩვენს მხარდამხარ იბრძვიან. ძალიან მოხარულები ვართ, რომ გუბერნატორ კემპის ხელმძღვანელობით ჩვენი პარტნიორობა შემდეგ ეტაპზე გადადის.”

 


გუბერნატორი კემპი და GDEcD-ის წარმომადგენლები მისიას გააგრძელებენ პარიზში და მონაწილეობას მიიღბენ “პარიზის საჰაერო შოუში”. დელეგაცია შეხვდება საავიაციო-კოსმოსური ინდუსტრიის კომპანიებს, რომლებმაც უკვე განახორციელეს ინვესტიცია ან განიხილავენ ინვესტირებას ჯორჯიის შტატში. დატვირთული სამუშაო გრაფიკის მეშვეობით დელეგაცია ხელს შეუწყობს ყველა იმ აქტივის პოპულარიზაციას, რის გამოც ჯორჯიის შტატი 9-ჯერ დასახელდა საუკეთესო შტატად ბიზნესის კეთების კუთხით.

 


„კავშირები ბიზნეს საქმიანობის საწინდარია და ის იწყება ურთიერთობების დამყარებით“, – თქვა GDEcD-ის წევრმა პეტ უილსონმა. „ასეთი ვიზიტები ამყარებს ამ ურთიერთობებს და ქმნის ახალს, ხსნის კარს ახალი შესაძლებლობებისთვის. საქართველო არის გლობალური ლოგისტიკური ჰაბი, გლობალური ექსპორტიორების მრავალფეროვანი ეკონომიკით. ჩვენი პოზიციის გამოყენება საერთაშორისო საზოგადოებაში აძლიერებს ჩვენს ბიზნეს ეკოსისტემებს, აძლიერებს ვაჭრობას და ხელს უწყობს ინოვაციებს.”

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი