ვახტანგ მახარობლიშვილი პრემიერის ბელგიაში ვიზიტზე - შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგში არსებული ყველა პრიორიტეტული თემა
13-06-2023, 19:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ბელგიის სამეფოში იმართება მაღალი დონის შეხვედრები, როგორც ბელგიელ კოლეგებთან, ასევე ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებთან, - ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს მის კოლეგასთან, ბელგიის პრემიერ-მინისტრთან, ისევე, როგორც ბელგიის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტთან.

 

„ნიშანდობლივია, რომ მოცემული ვიზიტის ფარგლებში ასევე იმართება ფესტივალ - „ევროპალიის“ - პროგრამის პრეზენტაცია, ხოლო საღამოს გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი, ისევე, როგორც „ევროპალიის“ ფესტივალისადმი მიძღვნილი მიღება, სადაც იგეგმება პრემიერ-მინისტრის მიმართვა დამსწრე საზოგადოებისადმი.

 

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებთან, გაიმართება შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ შარლ მიშელთან, ისევე, როგორც ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან ბატონ ვარჰეისთან. რა თქმა უნდა, შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგში არსებული ყველა პრიორიტეტული თემა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება იმ პრიორიტეტებზე, იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც ევროკავშირის მხრიდან იქნა წარმოდგენილი წლის დასაწყისში. მხარეები ისაუბრებენ იმ მოლოდინებზე, რომლებიც შეიძლება ჩვენ გაგვაჩნდეს წლის ბოლოსთვის“, - აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი