პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა. პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა 82 ხმით დაუჭირეს მხარი კანონპროექტის პირვანდელ პროექტს.
ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებების აუცილებლობა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ განმარტა. მისი განცხადებით, კანონის ძველი რედაქციით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არ ყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ერთ-ერთი მოადგილე ასრულებდა, თუმცა კანონში გაწერილი არ იყო თუ რომელი ვიცე-პრეზიდენტი აღასრულებდა მის უფლებამოსილებას. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებებით კი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას მისი პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს. კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, მან ვერ მოისმინა ის არგუმენტები თუ რატომ არის საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოტანის წინააღმდეგი და თუ რა რისკებს და საფრთხეებს შეიცავს ახალი აღმასრულებელი სუბიექტის თანამდებობა.
საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოტივირებული შენიშვნები დღეს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა. მან პარლამენტის მიერ 9 თებერვალს მიღებულ „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონზე პრეზიდენტის მხრიდან დოკუმენტზე ხელის არ მოწერის მიზეზები განმარტა და აღნიშნა, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის შემოღება მაშინ, როდესაც სამი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ისედაც არსებობს, აუცილებლობას არ საჭიროებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.