თბილისში, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე და მართლზომიერი მფლობელობის დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე ათასობით მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდება
14-06-2023, 12:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც თბილისის ტერიტორიის შერჩეულ არეალებში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.

 


ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 


„აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან უამრავი ადამიანი, ოჯახია, რომელიც ვერ ახერხებს მიწის რეგისტრაციას, სხვადასხვა რაიონსა და უბანში. ამ პროგრამაში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, დედაქალაქი არ იყო ჩართული. შესაბამისად, გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც მოგვცემს შესაძლებელობას, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს.დღეის მდგომარეობით, თბილისის ტერიტორიაზე არსებობსარაერთი დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, რომელზეც, სხვადასხვა ობიექტური გარემოების გამო, ვერრეგისტრირდება ვერც მუნიციპალიტეტის და ვერც სხვადაინტერესებული პირების საკუთრების უფლება. ვინაიდან, საჯარო რეესტრი წარმოადგენს ამმიმართულებით უფლებამოსილ და კომპეტენტურ ორგანოს, პროექტს განახორციელებს საჯარო რეესტრი, ხოლომის ფინანსურ მხარდაჭერას სრულად უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტი. შესაბამისად, მოქალაქეებისთვის აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდება სრულიად უფასოდ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


მისივე თქმით, პროექტის შედეგად, შერჩეულ არეალებში, საკუთრების უფლებისა და მართლზომიერი მფლობელობის დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე და ასევე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების სტატუსით, ათასობით მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდება. საუბარია 27 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე.

 


დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ იდენტიფიცირებული იქნება მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და განხორციელდება მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების ფონდის მონაცემების სრულყოფაც.

 


„პროექტი განხორციელდება ეტაპობრივად. ამ ეტაპზე შერჩეულია რამდენიმე პრობლემური ლოკაცია: დიდგორი, ძველი ვეძისი, დიღომი, კვესეთი, ბეთანია, წყნეთი, ახალდაბა, კიკეთი-საღორისი, კოჯორი, წავკისი, შინდისი, ტაბახმელა“, - აღნიშნა მერმა.

 


მისივე ინფორმაციით, პროექტი 2024 წლის 31 დეკემბრამდე დასრულდება.

 

 

კომენტარები: 2
#2   LarryHum
      
what a great site, cool! check our casino bonus , online casino games free
19 ივნისი 2023 13:51
#1   რუსუდანი
      
მოგესალმებით. ვართ წყნეთის მკვიდრნი. გვეკუთვნის მიწის ნაკვეთი. ჩემი მეუღლე,ალექსანდრე წენგუაშვილი არის მიწის ნაკვეთებით დასაკმაყოფილებელ მოსახლეთა სიაში,მაგრამ დღემდე ვერ დაკმაყოფილდა.დახმარების თხოვნით წერილობით მივმართეთ ქალაქის მერს ბატონ კახი კალაძეს, თხოვნა რეაგირებისთვის გადაეცა წყნეთის ადგილობრივ გამგეობას, რომელმაც გაურკვეველი პასუხი მოგვცა.უკვე მერამდენჯერ განმეორებით ვთხოვთ ქ.თბილისის მერს დახმარებას. გთხოვთ მიპასუხოთ.წლების მანძილზე ბევრჯერ წავაწყდით იმედგაცრუებას. ამ მთავრობის იმედი გვაქვს.ბოლო იმედს ნუ წაგვართმევთ
14 ივნისი 2023 23:44
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი