ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ალექსანდერ დე კროოს შეხვდა
14-06-2023, 12:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ალექსანდერ დე კროოს შეხვდა. პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრა ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გაიმართა.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური, ინვესტიციების, ტურიზმის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებით.

 

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე. აღინიშნა, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია საქართველოს მიერ თითქმის შესრულებულია. ამ ფონზე, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კრიტიკული მნიშვნელობა როგორც საქართველოს ევროპული მომავლის, ისე გეოპოლიტიკურ კონტექსტში. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას.

 

ბელგიის სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორმხრივი ვიზიტი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის - „ევროპალია-საქართველოს“ პროგრამის წარდგენის პარალელურად იმართება. ფესტივალი წელს სრულად ეძღვნება საქართველოს, რაც უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის ევროპის პოლიტიკურ ცენტრში საქართველოს ევროპული ისტორიის, იდენტობისა და კულტურის წარმოსაჩენად. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ევროპალია-საქართველოს“ განსაკუთრებული დატვირთვა აქვს იმ ფონზე, როდესაც წლის ბოლოს ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება.

 

პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბელგიის სამეფოს ფედერალური საჯარო სამსახურის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი