ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის, მელქონ მაკარიანის ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის სხდომა გაიმართა.
ახალქალაქის მერიის ცნობით, სამუშაო ჯგუფებმა დაზარალებული სოფლების საველე შესწავლა უკვე დაიწყეს, რომლის დასრულების შემდეგაც ცნობილი გახდება, რა რაოდენობის ზარალი მიადგა 22 სოფლის მოსახლეობას.
სტიქიით მიყენებულ ზარალის ადგილზე შესწავლის კომისიის მუშაობასა და მოსახლეობასთან შეხვედრებს ახალქალაქის მერი ხელმძღვანელობს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 13 ივნისს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაისეტყვა, დაზიანდა გზები, დაიტბორა მოსახლეობის ეზოები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.