"ეს ცვლილებები არის არა მხოლოდ მავნებლური, არამედ ხიფათის შემცველი გადაწყვეტილება", ასე აფასებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი აკაკი ბობოხიძე საარჩევნო კოდექსში მაჟორიტარული ოლქების გამსხვილებასთან დაგეგმილ ცვლილებებს და ამბობს, რომ ამან შესაძლოა რაიონები ერთმანეთს დაუპირისპიროს.
"მავნებლურია იმ თვალსაზრისით, რომ ერთ საარჩევნო ოლქში გაერთიანებულია ისეთი რაიონები, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ, მაგალითად, ბაღდათი და ხარაგაული. დამაბნეველია იმ თვალსაზრისითაც, რომ ამ ორი რაიონის ფარგლებში გაერთიანებულია მესამე რაიონის სოფლები და ადამიანები უბრალოდ დაიბნევიან - ვინ არის მათი გამგებელი, დეპუტატი. ერთსა და იმავე ოლქს სხვადასხვა დეპუტატი ეყოლება და ა.შ. რაც ყველაზე სახიფათოა, ამ კოდექსმა შესაძლოა რაიონების ერთმანეთთან დაპირისპირება გამოიწვიოს", - განაცხადა ბობოხიძემ.
პარლამენტში 73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრების ცვლილებასთან დაკავშირებით კანონპროექტი შევიდა, რომელსაც უმრავლესობაში შემავალი შვიდი ფრაქციიდან ექვსი აწერს ხელს, ხოლო ფრაქცია - "უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები" ხელმომწერებს შორის არ არის დაფიქსირებული.
პროექტის მიხედვით, თბილისში, 10 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, 18 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება. საქართველოს დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მუნიციპალიტეტების გაერთიანების ან პირიქით – გაყოფის ან მუნიციპალიტეტთან სხვა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიერთების გზით 42 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება, ხოლო 13 მუნიციპალიტეტის (საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტის, ხაშურის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, მესტიის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, სენაკის, ქალაქ ზუგდიდის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტები) საზღვრები თანხვედრაში იქნება მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებთან.
ახალი ინიციტივა გულისხმობს დარჩენილი მუნიციპალიტეტების ერთიან მაჟორიტარულ ოლქში გაერთიანებას. რამდენიმეგან მოხდება 2 ან უფრო მეტი მაჟორიტარული ოლქის გაერთიანება.
თუ აღნიშნული კანონპროექტი კანონად იქცევა, მაშინ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები სწორედ ახალი მაჟორიტარული ოლქების მიხედვით ჩატარდება. "ქართული ოცნება" შეთანხმდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით გაიმართება.
მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ახალი კანონის მიღების შედეგად, შეძლებისდაგვარად მიღწეული იქნება ხმათა თანაბარწონადობა და ამით საარჩევნო კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.