ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთი და ევექსი თანამშრომლობას განაგრძობენ
14-06-2023, 18:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დღეს, ლიბერთიმ ევექსთან განახლებული მემორანდუმი გააფორმა და სიახლეებიც დააანონსა.  მემორანდუმის ფარგლებში, გრძელდება პროექტი, რომლითაც ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, ევექსის 34 კლინიკაში მთელი საქართველოს მასშტაბით, სპეციალური პირობებით სარგებლობენ.  

 

განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, უახლოეს მომავალში, ასაკით პენსიონერი, ყველა ის ადამიანი, რომელიც სახელმწიფო პენსიის მიმღები პირი გახდება, ლიბერთის სოციალურ ბარათთან ერთად საჩუქრად ევექსის 150 ლარიან ვაუჩერს მიიღებს და ევექსის ნებისმიერ ფილიალში, ერთჯერადი ვიზიტის დროს, წინასწარ შერჩეული 3 სახის სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებს. ევექსის სასაჩუქრე ვაუჩერით სარგებლობა შესაძლებელი იქნება მისი მიღებიდან 2 თვის განმავლობაში.

 

 

,,დღეს, ევექსის ქსელს კიდევ ერთი ახალი პოლიკლინიკა შეემატა საბურთალოს რაიონში და პარალელურად, ლიბერთისთან ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი განახლდა. რომლის ფარგლებშიც, ახლად დარეგისტრირებული ასაკით პენსიონერები, სულ მალე  ევექსისგან საჩუქრად 150 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.  მოხარული ვართ, რომ ორი კომპანიის კოლაბორაციით ვაგრძელებთ პროექტს და სოციალური ბარათით მოსარგებლე ადამიანები  ევექსის ქსელში შეძლებენ  ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე 50%-მდე ფასდაკლებებით სარგებლობას“-  გიორგი გორდაძე, ევექსის დირექტორი.

„ლიბერთის  სტრატეგიის ფარგლებში, ვაგრძელებთ უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვას. ევექსი კლინიკებთან, უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ვთანამშრომლობთ. ერთობლივი სოციალური პროექტი 2020 წელს დავიწყეთ და ათასობით ადამიანს ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა მივეცით. მოხარული ვართ, რომ  დღეიდან, განახლებული მემორანდუმით,  ერთობლივად  შევძლებთ უფროსი ასაკის მომხმარებლებისთვის პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და  მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზებას“ - გიორგი ქოროღლიშვილი, ლიბერთის ციფრული ბანკინგისა და ინოვაციების ოფისის ხელმძღვანელი.

 

პროექტის შესახებ:

ლიბერთისა და ევექსის ერთობლივი პროექტი ყოველწლიურად იხვეწება და ლიბერთის სოციალური ბარათის მომხმარებლებს სთავაზობს განსაკუთრებულ ფასდაკლებებს და ახალ შეთავაზებებს.

 

პროექტის დასაწყისში, ფასდაკლების პირობებით მხოლოდ სოციალური ბარათის მფლობელები სარგებლობდნენ, რომლებიც სოციალური ბარათით ანგარიშწორების შემთხვევაში, სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებებზე, მნიშვნელოვან ფასდაკლებებს იღებდნენ.  შემდგომ ეტაპზე, პროექტში ლიბერთის სახელფასე ბარათებით მოსარგებლე  პედაგოგები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც ჩაერთნენ და მათ ევექსმა, გარკვეულ სამედიცინო მომსახურებებზე,  მნიშვნელოვანი ფასდაკლებები შესთავაზა.    

 

დღეისათვის,  ევექსის ყველა კლინიკაში, ლიბერთისთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სოციალური სარგოს მიმღები პირებისთვის, მათ შორის, სახელმწიფო პენსიის ბენეფიციართათვის,  კვლავ ძალაში რჩება არსებული ფასდაკლების სქემა როგორც ამბულატორიულ,  ასევე სტომატოლოგიურ (ნიუ დენტი) სერვისებზე.  

განსაკუთრებული ფასდაკლებები ვრცელდება შემდეგ სამედიცინო სერვისებზე:

  •          
  •         - 30% სპეციალისტის კონსულტაციაზე
  •         - 20% ექოსკოპიურ კვლევებზე
  •         - 30% ლაბორატორიულ კვლევებზე
  •         - 50% კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე

 

  •         უფასო სტომატოლოგის კონსულტაცია
  •         - 50% ქირურგიაზე და წმენდაზე
  •         - 40% იმპლანტაციაზე
  •         - 30% თერაპიაზე
  •         - 10%-30% ორთოპედიაზე (პროთეზირება) და ორთოდონტიაზე (ბრეკეტები)

 

 

  •       დეტალები იხილეთ :

 

 https://libertybank.ge/ka/chven-shesakheb/kompaniis-shesakheb/sotsialuri-baratis-benefitebi/evexi

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი