პარიზში აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამასა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ნახევარი საათი გაგრძელდა. შეხვედრა წინასწარ იყო დაგეგმილი.
როგორც მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ობამამ და პუტინმა სირიასა და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.
პესკოვის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსული სუ-24-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ უკრაინაში კრიზისის დარეგულირების მიზნით, საჭიროა მინსკის სამშვიდობო შეთანხმებების სწრაფი რეალიზება.
რაც შეეხება სირიის საკითხს, როგორც პესკოვმა აღნიშნა, ობამამ და პუტინმა სირიაში პოლიტიკური დარეგულირების პროცესის დაჩქარებას დაუჭირეს მხარი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.