ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე საბუთების მიღება გრძელდება
15-06-2023, 15:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

2023 წლის 28 ივნისის ჩათვლით!
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან: 24 წლამდე აბიტურიენტები,
რომლებიც დარეგისტრირებული არიან ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და
რეგისტრაციისას აირჩევენ აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამებს.
I ეტაპი: აკადემიის შიდა შესარჩევი ტურები:
1. აბიტურიენტები, რომლებიც 2023 წლის 17  აპრილიდან 16 ივნისის ჩათვლით წარმატებით
გაივლიან ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში.
2. აბიტურიენტები, რომლებიც 2023 წლის 29 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით წარმატებით
გაივლიან ფსიქოლოგიურ შერჩევას, სადაც შეფასდება აბიტურიენტის მზადყოფნა და მოტივაცია
შეეგუოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რეჟიმს და მისი დასრულების შემდეგ კონტრაქტით
გათვალისწინებული ვადით იმსახუროს სამხედრო სამსახურში.
3. აბიტურიენტები, რომლებიც  2023 წლის 29 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით წარმატებით
გაივლიან სამედიცინო შემოწმებას.  
II ეტაპი: აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შიდა შესარჩევ ტურებს ერთიან
ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ გამოცდებს შემდეგ საგნებში:  
უცხო ენა   
ქართული ენა და ლიტერატურა
 მათემატიკა /ისტორია / ფიზიკა/ სამოქალაქო განათლება (მესამე სავალდებულო-არჩევით
საგანს, მათემატიკას ან/და ისტორიას, დაემატა შემდეგი საგნები: ფიზიკა და სამოქალაქო
განათლება, რომლის შერჩევას შეძლებთ საბაკალავრო პროგრამების მიხედვით)
საბუთების მიღება განხორციელდება აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე:
ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი. 
საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონი: 577 39 01 94; 599 90 15 61.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი