საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს შეხვდა
16-06-2023, 15:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოში ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი იმყოფება. ბრაიან კემპს
ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის
მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი
მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე რეგიონალური უსაფრთხოების
გამოწვევები და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე ქვეყნებს
შორის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო
პროექტები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის 29-
წლიანი წარმატებული თანამშრომლობა.

 

 

შეხვედრის დასასრულს, ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან
კემპი სამაგალითო პარტნიორობისა და განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მედლით
„ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა. ბრაინ კემპმა კი, აშშ-ის ჯორჯიის შტატის სახელით
თავდაცვის მინისტრს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის
და გამორჩეული სამსახურისთვის ოგლეტორპის მედალი გადასცა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი