რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი 17 ივნისიდან იცვლება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპატამენტი ავრცელებს.
„ახალი რეჟიმის მიხედვით, 17 ივნისის დილის 6 საათიდან რიკოთის საუღელტეხილო გზაზე (სურამის კვანძიდან ზესტაფონამდე) მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის გადაადგილების პერიოდი 3 საათით იზრდება, კერძოდ: მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი იმოძრავებს 06:00 საათიდან 21:00 საათამდე. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი დაშვებული იქნება ორმხრივად, 23:00 საათიდან 05:00 საათამდე.
ამასთან, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე კვლავ გაგრძელდება 24-საათიანი მონიტორინგი.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
სპეციალური რეჟიმი რიკოთის საავტომობილო გზაზე აპრილიდან მოქმედებს“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპატამენტის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.