სამეთაურო საშტაბო სწავლება „ბასიანი 2023“ დასრულდა. სწავლება საქართველოს თავდაცვის
ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ორგანიზებითა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების
სარდლობის მხარდაჭერით ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. წვრთნებში თავდაცვის
ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ.
სამეთაურო-საშტაბო სწავლება საველე კომპონენტსაც მოიცავდა, რომელსაც თავდაცვის
ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ
პირებთან და შს სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. თავდაცვის ძალების
მეთაურმა სწავლების მიზნის, ამოცანებისა და ძალთა სტრუქტურის შესახებ დეტალური
ინფორმაცია მიიღო. ამოცანაზე ორიენტირებულ საველე კომპონენტში პირველი ქვეითი
ბრიგადის ქვედანაყოფს საცეცხლე მხარდაჭერას მე-5 საარტილერიო ბრიგადის ბატალიონი
უწევდა.
სამეთაურო-საშტაბო სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალებისა და შინაგან
საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ოპერაციების
ერთობლივ დაგეგმვას, თავდაცვითი ოპერაციების წარმოებისას კოორდინირებულ
მოქმედებებსა და ოპერაციების მართვის პროცესში მართვისა და კონტროლის პროგრამული
უზრუნველყოფის სისტემის ინტეგრირებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.