სენაკის სამხედრო ბაზაზე სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
19-06-2023, 12:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში სენაკში, საქართველოს თავდაცვის ძალების
დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე ხულოსა და შუახევის
მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე
გაიმართა. მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ბოლქვაძემ
სტუმრებს დეტალურად გააცნო სამხედრო სამსახურის პირობები და ჯარისკაცების
ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმი. მოსწავლეებმა საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას
პატივი მიაგეს. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები ბრიგადის ისტორიას გაეცნენ,
დაათვალიერეს სამხედრო ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა, სამხედროების საცხოვრებელი
პირობები, სპორტული კომპლექსი, ბრიგადის აღჭურვილობა და ტექნიკა.

 

 

სტუმრებს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა
პრეზენტაცია წარუდგინეს, სადაც ლიცეუმში რეგისტრაციისა და სწავლების პროცესის შესახებ
ინფორმაცია მიაწოდეს. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა ჯარისკაცის ულუფა
დააგემოვნეს.

 

 

პროექტის „ერთი დღე ჯარში“ მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის
ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი