ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეიდან ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას, 120 ათას ლარს, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს
19-06-2023, 16:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ორგანოთა ტრანსპლანტაციის პროგრამის ბიუჯეტში ცვლილებებია. ღვიძლის ტრანსპლანტაციას, სახელმწიფო, სრულად, 120 000 ლარით დააფინანსებს“- განაცხადა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა.

 


მისი თქმით, სიახლე მხოლოდ დაფინანსების წესს შეეხება და სხვა მხრივ, პროგრამა არ იცვლება.

 


„ღვიძლის ტრანსპლანტაციის ღირებულება 120 000 ლარია. ამ დრომდე, მას 70 000 ლარით ვაფინანსებდით. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, რთული იყო დარჩენილი თანხის, 50 000 ლარის მობილიზება. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ღვიძლის ტრანსპლანტაცია სრულად დავაფინანსოთ, ეს მოიცავს როგორც დიაგნოსტიკას, ისე ოპერაციის ხარჯების ანაზღაურებას“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 


ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ორგანოგადანერგილი პირები შშმ სტატუსის დადგენის უფლებით ვერ სარგებლობდნენ, რისთვისაც შესაბამისი ცვლილებები, მიმდინარე წლის იანვარში განხორციელდა და ღვიძლის, გულის ან თირკმლის გადანერგვა, მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს წარმოადგენს.

 

კომენტარები: 1
#1   ზვიადი კვირიკაძე
      
უღრმესი მადლობა ამისთვის. უფალი იყოს თქვენი და თითეული პაციენტის შემწე და მფარველი
19 ივნისი 2023 23:12
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი