რომან გოცირიძე: თურქეთის ცენტრალური ბანკის ახალი მმართველი, როგორც ამბობენ, აპირებს რეფინანსირების განაკვეთის 25%-ამდე აწევას
20-06-2023, 08:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თურქეთის ცენტრალური ბანკის ახალი მმართველი აპირებს რეფინანსირების განაკვეთის 8,5 პროცენტიდან 25 პროცენტამდე აწევას, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე „ფეისბუქში“ წერს.

 

 

„თურქული წარმოშობის ამერიკელმა ქალმა, თურქეთის ცენტრალური ბანკის ახალმა მმართველმა საქმეს მოჰკიდა ხელი. როგორც ამბობენ, აპირებს რეფინანსირების განაკვეთის 8,5 პროცენტიდან 25 პროცენტამდე აწევას. შოკური თერაპიის მეთოდია, ფაქტობრივად. როცა სერიოზული შეცდომები იყო დაშვებული, სხვა გზა არც ჰქონდა. თურქეთში ინფლაცია ოფიციალურად 40 პროცენტია (სინამდვილეში უფრო მეტი), ცოტა ხნით ადრე 80 პროცენტსაც კი აღწევდა.

 

 

თურქეთში, რომელმა მმართველმაც კი მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარება მოინდომა, ყველა მოხსნეს. ვნახოთ, სანამდე გაძლებს ეს ქალბატონი, რომელსაც უდიდეს ამერიკულ საფინანსო კომპანიებში წამყვანი თანამდებობები ეკავა და მაღალი რეპუტაციით სარგებლობს როგორც აკადემიურ, ასევე ბიზნესწრეებში.

 

 

თურქეთში ფინანსური სტაბილურობა ჩვენს უშუალო ინტერესებშია და მისი წარმატება ყველას უნდა გაგვიხარდეს“, - წერს გოცირიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი