ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში, ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
30-11-2015, 22:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში, ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის მეთაური ვოლტერის ბულვარზე კაფე „ბატაკლანთან“ იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანგ ხალხს საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.


„ამ საშინელი ტრაგედიის შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა. ჩვენ ვდგავართ და ყოველთვის ვიდგებით ფრანგი ხალხისა და საფრანგეთის ხელისუფლების გვერდით, ვინაიდან ძალიან კარგად გვახსოვს, მაშინ, როდესაც ჩვენ გვიჭირდა 2008 წელს, საფრანგეთი იყო ქვეყანა, რომელმაც განსაკუთრებული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა ჩვენი ქვეყნის მიმართ. საფრანგეთი არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფო და ის, რაც მოხდა ამ ადგილას, არის საშინელი ტრაგედია. ეს არის ტერორისტული აქტი თითოეული ჩვენგანის, მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვგმობ ამ ბარბაროსულ აქტს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, მთელი მსოფლიო არის ერთ მუშტად შეკრული, დარაზმული იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას ისეთ ბოროტებას, როგორიც არის ტერორიზმი. კიდევ ერთხელ გამოვხატავ მწუხარებას პარიზში დაღუპული ადამიანების გამო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი