ბაიდენის განცხადებით, საფრთხე იმისა, რომ პუტინი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, „რეალურია“
20-06-2023, 11:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის განცხადებით, საფრთხე იმისა, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, „რეალურია“. უფრო ადრე, მან პუტინის განცხადებას, რომ რუსეთმა თავისი პირველი ტაქტიკური ბირთვული იარაღი განათავსა ბელარუსში, „აბსოლუტურად უპასუხისმგებლო“ უწოდა.

 


„როდესაც ორი წლის წინ ვამბობდი და ვწუხდი, რომ მდინარე კოლორადო შრებოდა, ყველა მიყურებდა, როგორც გიჟს. ამგვარად მიყურებდნენ, როცა ვთქვი, რომ ვწუხდი პუტინის ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. ეს რეალურია“, - უთხრა ბაიდენმა დონორების ჯგუფს კალიფორნიაში.

 


გასულ კვირას, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდერ ლუკაშენკომ თქვა, რომ დაიწყეს რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში შეტანა, რომელთაგან ზოგიერთი სამჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე 1945 წელს იაპონიის ქალაქებში, ჰიროსიმასა და ნაგასაკიში აშშ-ის მიერ ჩამოგდებული ატომური ბომბები.

 


საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს არის მოსკოვის პირველი ნაბიჯი ასეთი ქობინების რუსეთის ფარგლებს გარეთ განთავსების თაობაზე - უფრო მოკლე მოქმედების, ნაკლებად მძლავრი ბირთვული იარაღისა, რომლის ბრძოლის ველზე გამოყენებაა შესაძლებელი.

 


შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ბელარუსში ბირთვული იარაღის გათავსების საპასუხოდ არ აპირებს შეცვალოს თავისი პოზიცია სტრატეგიულ ბირთვულ იარაღზე და არ დაუნახავს რაიმე ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად.

 


მაისში, რუსეთმა არაფრად ჩააგდო ბაიდენის კრიტიკა ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების გეგმის შესახებ და თქვა, რომ აშშ-ს ათწლეულების განმავლობაში ჰქონდა განთავსებული ასეთი ბირთვული იარაღი ევროპაში.

 


რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსებას ყურადღებით აკვირდებიან შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები, ისევე როგორც ჩინეთი, რომელმაც უკრაინის ომში ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგ არაერთხელ გააკეთა ფრთხილი განცხადება.

 

 

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი