ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება - კერძოდ, სოფელ ორლოვკაში ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც შპს „ჯავახ ავტოგზა“ ახორციელებს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 568 541 ლარს შეადგენს.
ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის, არმენ ბდოიანის თქმით, ორლოვკაში ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა და გზის მოასფალტება მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის․
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.