ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, აბული-კარტიკამის გზის მშენებლობა გრძელდება. ამ ეტაპზე დაგეგმილია სოფელ აბულიდან სოფელ კარტიკამის მიმართულებით ასფალტის საფარის 4048 მეტრ სიგრძეზე დაგება.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, მერი მელქონ მაკარიანი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი, ინფრასტრუქტურის საკითხებში პასუხისმგებელი მარინა გაჩეჩილაძე.
პროექტის ჯამური ღირებულება 1 862 390 ლარია, ტენდერი „ჯავახ ავტოგზამ“ მოიგო.
ინფორმაციას ახალქალაქის საკრებულო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.