საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მოქალაქეების შესახებ გამოტანილი დადგენილებები საჯაროდ გამოქვეყნდება
20-06-2023, 13:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოტანილი დადგენილებები, კანონით განსაზღვრულ ვადაში, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.police.ge-ზე გამოქვეყნდება.

 


საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოტანილი დადგენილება ან გადაწყვეტილება, მოქალაქეს რეგისტრირებულ ან განცხადებაში მითითებულ მისამართზე გაეგზავნება. იმ შემთხვევაში თუ პირს, დადგენილება ან გადაწყვეტილება ვერ ჩაბარდება, ბრუნდება ფოსტაში და არაუგვიანეს 60 დღისა, განმეორებით იმავე მისამართზე გაეგზავნება. განმეორებით გაგზავნილი დოკუმენტების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, დაბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მისი საჯაროდ გამოქვეყნების მიზნით.

 

 

ინფორმაცია დადგენილება/გადაწყვეტილების შესახებ, გამოქვეყნებისთანავე პირს მის მიერ განცხადებაში მითითებულ ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაეგზავნება.

 



გადაწყვეტილება პირისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

 


ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი