საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იმერეთში, ქუთაისში „გემო ფესტზე“ მსოფლიოს წამყვანი გამოცემების წარმომადგენლებს უმასპინძლა. Thrilist-ის, Lonely Planet-ის, Sourced Journeys-ის, Matador-ისა და სხვა მედია პლატფორმების ჟურნალისტები ფესტივალის შესახებ მასალებს მოამზადებენ.
„თქვენი ქვეყანა ულამაზესია. ხალხი, ბუნება, სამზარეულო - ეს შესანიშნავი სინთეზია. კერძები მართლაც უნიკალური გაქვთ. მოხიბლული ვარ საქართველოთი, რადგან ბევრის თქმა შემიძლია ამ ქვეყანაზე“,-ამბობს ტურის მონაწილე იოლანდა ევანსი, რომელიც სტატიებს Washington Post-ის, Arch Digest-ის, Food&Wine-ისა და სხვა გამოცემებისთვის ამზადებს.
რიგით მესამე „გემო ფესტზე“ იმერეთის 17 ობიექტი მონაწილეობდა. გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებმა როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებადცნობილიიმერული კერძები წარადგინეს.
ცნობილი გამოცემების წარმომადგენლები „გემო ფესტის“, საქართველოს გასტრონომიული ტურიზმისა და ღვინის შესახებ სტატიებს ამზადებენ.
უცხოელი ჟურნალისტები უკვე იმყოფებოდნენ თბილისში, სიღნაღში, ყვარელში, მცხეთაში, უფლისციხეში, მარტვილში. მედიის წარმომადგენლებმა გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ჩაის პლანტაციები დაათვალიერეს.
პრესტურის მიზანია საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.