ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ფრაქციის ინიციატივით, მოეწყო და ჩატარდა მუნიციპალური სპორტული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ 10-16 წლის მოსწავლეები მუნიციპალიტეტის ყველა სკოლიდან.
წინასწარ განსაზღვრული თანმიმდევრობით კონკურსი „მხიარული დასაწყისი“ სამ ეტაპად ჩატარდა:
1 ეტაპი - საერთო მონაწილეობა;
მე-2 ეტაპი - ნახევარფინალი;
მე-3 ეტაპი - ფინალი.
მონაწილე სკოლებიდან ნახევარფინალში გავიდა ნინოწმინდის №1, ეშტიის №1 , განძის №1 და პატარა არაქალის სკოლები.
გამარჯვებულები განძის №1 (1 ადგილი), ნინოწმინდის №1 (მე-2 ადგილი) და პატარა არაქალის სკოლები (მე-3 ადგილი) გახდა.
სპორტული ღონისძიების ორგანიზება მიზნად ისახავდა სკოლებში ჯანდაცვისა და სპორტული ღონისძიებების ჩატარებას, მოსწავლეებში ფიზიკური ვარჯიშის დონის ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის გაძლიერებას, ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის სპორტით დაკავების პირობების შექმნას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.