საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო NDI-ის ხანგრძლივი და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და კარგი მმართველობის მხარდასაჭერად.
გამოითქვა მზაობა, რომ საქართველოს მთავრობასა და NDI-ს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის დინამიკა გაგრძელდება და მომავალში არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი განხორციელდება.
ყურადღება დაეთმო საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და აშშ-ის მხრიდან 30 წლის განმავლობაში გაწეული ურყევი მხარდაჭერის მნიშვნელობას.
მხარეებმა ისაუბრეს 12 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელების პროცესზე. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი. ითქვა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.