ირაკლი ღარიბაშვილი: დიდი იმედი მაქვს, ლევილის მამული დაუბრუნდება ქართველ ხალხს
30-11-2015, 23:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლევილის მამულის საქართველოსთან გადმოცემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს პარიზში განუცხადა.


პრემიერის თქმით, რამდენიმე თვის წინ მთავრობამ, ტექნიკური დოკუმენტაციის მოწესრიგების მიზნით, დამატებითი თანხები გამოყო, რაც წლების განმავლობაში ვერც ერთმა მთავრობამ ვერ მოაგვარა.


ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროცესში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საქართველოს საელჩო საფრანგეთში.


მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ პროცესი წარმატებით დასრულდება.


“დიდი იმედი მაქვს, ჩვენი წინაპრების შთამომავლები ამ პროცესს დაასრულებენ და ლევილის მამული დაუბრუნდება ქართველ ხალხს, ჩვენს სახელმწიფოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ გამოვიყენებთ ამ მამულს. ჩემი დავალებით, საინტერესო კონცეფცია შემუშავდა საფრანგეთში ჩვენი საელჩოს მიერ, რაშიც ასევე ჩართულია დიასპორის სამინისტრო. ვფიქრობთ, მას შემდეგ, რაც გადმოცემის პროცედურები მოგვარდება, მამული მივმართოთ ახალგაზრდებისთვის. ლევილი უნდა გახდეს ქართული კულტურის ცენტრი საფრანგეთის შუაში. მინდა, დავადასტურო ჩვენი სრული მზადყოფნა, რომ ეს პროცესი მივიყვანოთ ბოლომდე. ის, რაც არ გაკეთებულა 25 წლის განმავლობაში, ჩვენ რამდენიმე თვეში გავაკეთეთ“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი