ნინოწმინდაში, კულტურის სახლთან სამოქალაქო ბიუჯეტის დაგეგმვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამისთვის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 000 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხით მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტები დაფინანსდება.
შეხვედრას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე მიქელაძე, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ალექსანდრე მიქელაძის თქმით, სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელების მთავარი მიზანია, მოსახლეობის ჩართვა როგორც ქალაქის, ასევე მუნიციპალიტეტის მართვის პროცესში, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, თავად გადაწყვიტონ, როგორ გამოიყენონ და გაანაწილონ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, ასევე ეხმარება თემის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გამოვლენაში.
პროექტების წარდგენის შესაძლებლობა აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან ან/და ფაქტობრივად ცხოვრობენ ნინოწმინდის ტერიტორიაზე.
პროექტის განხორციელება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციაში უნდა შედიოდეს, ემსახურებოდეს მოსახლეობის კეთილდღეობას და არა კერძო ბიზნესის ინტერესებს.
შერჩეული პროექტები დაფინანსდება მუნიციპალური ბიუჯეტიდან, სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეთა მიერ პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხით.
პროექტების შერჩევის საბოლოო გადაწყვეტილებას მოქალაქეები კენჭისყრის შედეგად მიიღებენ.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.