ჩვენ ჩვენი შეფასებით გავაკეთეთ მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო ამ დესტრუქციული ოპოზიციის პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ოპოზიციამ პრაქტიკულად ბოიკოტი გამოუცხადა ხელისუფლებას და პრინციპულად მონაწილეობა არ მიიღეს არცერთი რეკომენდაციის შესრულების პროცესში.
„თქვენ გახსოვთ, რომ ოპოზიციამ პრაქტიკულად ბოიკოტი გამოუცხადა ჩვენს ხელისუფლებას და პრინციპულად მონაწილეობა არ მიიღეს არცერთი რეკომენდაციის შესრულების პროცესში. ეს იყო საბოტაჟი. ამაზე უნდა დაუსვათ კითხვები თქვენი გუნდის წევრებს, თქვენ წარმოადგენთ ოპოზიციას. ამიტომ, მინდა გითხრათ შემდეგი, რომ თქვენ უნდა მოსთხოვოთ პასუხი, რატომ ახდენდნენ საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ 11 რეკომენდაცია შევასრულეთ, მე-12-ს რაც შეეხება, პოლარიზაციის დასრულებას, ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა და კეთდება. რა შუაშია პოლარიზაციის დასრულება თუ შესრულება ცალკეულ კრიმინალურ ქეისთან, არავითარი კავშირი არ არის“, - განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.