ირაკლი ღარიბაშვილი ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს, შონ ო’ფარელს შეხვდა
21-06-2023, 15:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს, შონ ო’ფარელს შეხვდა.

 

მხარეებმა საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

 

საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას მიმდინარე თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გააქტიურების კონტექსტში. განსაკუთრებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული დინამიური საპარლამენტო ურთიერთობები.

 

ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ ქვეყნებს შორის დიდი სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალია, რომელიც სრულად უნდა იქნას ათვისებული. საუბარი შეეხო მსხვილ ირლანდიურ ინვესტიციებსა და საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესკლიმატს.

 

შეხვედრაზე აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები და გამოითქვა იმედი, რომ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ დაფასდება. პრემიერ-მინისტრის თქმით, ირლანდიის აქტიური პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. ითქვა, რომ ხელისუფლება ინკლუზიურად, თანმიმდევრულად და გამჭვირვალედ ასრულებს 12 პრიორიტეტს და ქვეყანა რჩება ევროკავშირის საიმედო პარტნიორად რეგიონში.

 

მთავრობის მეთაურმა ირლანდიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, აგრეთვე აღინიშნა ირლანდიის მნიშვნელოვანი წვლილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი.

 

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების საკითხებს.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციის წევრები და საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარტინა ფინი, ხოლო საქართველოს მხრიდან: საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირლანდიაში გიორგი ზურაბაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი