სალომე ზურაბიშვილს შეუძლია სახელმწიფო ინტერესის უფრო მაღლა დაყენება, ვიდრე პირადი ბოღმის, პარტიული, ან მერკანტილური ინტერესის, - ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას „მთავარი არხის“ დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით.
„რატომ არის უსამართლო პრეზიდენტის ქოცად, ან ნაცად მოხსენიება?
როგორც აღმოჩნდა მას ქოცისგან და ნაცისგან განსხვავებით შეუძლია სახელმწიფო ინტერესის უფრო მაღლა დაყენება, ვიდრე პირადი ბოღმის, პარტიული, ან მერკანტილური ინტერესის.
სახელმწიფოებრივი აზროვნების სამწუხარო და ამასთანავე საამაყო საზომად დღეს იქცა მდგომარეობა, როდესაც ქოცისთვის ნაცი ხარ, ნაცისთვის კი ქოცი…
მივესალმები სალომე ზურაბიშვილს ჩვენს ბანაკში…“ - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.