ღარიბაშვილს რადაც დასჭირდება, იმად გაასაღებს თავს: ხან უნგრელი მემარჯვენეა, ხან ჩინელი მაოისტი, ხან ქართველი პატრიოტი, მაგრამ ამით არაფერი იცვლება, რადგან მისი ვინაობა ისედაც ცნობილია: ის პოლიტიკური არარაობაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია „ფეისბუქში“ წერს.
ბოკერია ამბობს, რომ „ივანიშვილმა, მისმა მთავარმა კლოუნმა ღარიბაშვილმა და დანარჩენმა პოლიტიკურმა არარაობებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ისტორია აუცილებლად „ჩარეცხავს“.
„ერთადერთი, რასაც საკუთარი რწმენა, საკუთარი სინდისი, საკუთარი ქვეყნის ტრადიციები და არა ევროკავშირი ან ამერიკა გვავალდებულებს, არის ის, რომ ყველა ადამიანს მოვექცეთ თანასწორად და არ დავუშვათ ადამიანების დევნა.
ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა, თითქოს დასავლური ინტეგრაცია, NATO-სა და ევროპისკენ სვლა, არის საფრთხე ჩვენი ტრადიციული ღირებულებებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის, არის აბსურდული სიცრუე და ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ამ სიცრუის მეშვეობით რეჟიმმა ძალაუფლება შეინარჩუნოს და შედეგად, დასავლეთისგან იზოლირებულები მარტო დაგვტოვოს რუსეთის წინაშე, რაც უზარმაზარ საფრთხეს გვიქადის.
ივანიშვილის რეჟიმი, რუსული პროპაგანდის მსგავსად, ცდილობს დასავლური ცივილიზაციის შიგნით მიმდინარე მწვავე დისკუსიის მხარედ წარმოადგინოს თავი. სინამდვილეში, არც ივანიშვილი და არც მისი მარიონეტები, არათუ დასავლური, არამედ არცერთი ცივილური დისკუსიის მხარე არ შეიძლება იყვნენ - არც გაქანებით და არც ღირებულებებით, რადგან მათ არც ერთი აქვთ და არც მეორე.
ადამიანებმა, რომელთაც დასავლურ ცივილიზაციაში მიმდინარე დისკუსია აღელვებთ, საქართველოში ეს დისკუსია უნდა აწარმოონ ისე, რომ ხელისუფლების მიერ დაგებულ ხაფანგში არ აღმოჩნდნენ. ივანიშვილის ხელისუფლება არ იცავს არც ბავშვებს, არც ოჯახს, არც რწმენას - ის იცავს მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებას და ცდილობს დაგვაშოროს იმ ცივილიზაციას, სადაც, რუსეთისგან განსხვავებით, დისკუსია საერთოდ შესაძლებელია.
ღარიბაშვილს რადაც დასჭირდება, იმად გაასაღებს თავს: ხან უნგრელი მემარჯვენეა, ხან ჩინელი მაოისტი, ხან ქართველი პატრიოტი, მაგრამ ამით არაფერი იცვლება, რადგან მისი ვინაობა ისედაც ცნობილია: ის პოლიტიკური არარაობაა.
ივანიშვილის რეჟიმი ყველაზე მეტად ასლანის რეჟიმს ჰგავს. ავტორიტარული ძალაუფლების კონსოლიდაციის მიზნით უმცირესობების დემონიზება, პირდაპირ ან ირიბად ძალადობის ორგანიზება და წახალისება, „ტრადიციული ღირებულებების დაცვის“ ფარისევლური მოტივით ანტიდასავლური, პრორუსული პოლიტიკის წარმოება, ქვეყნის უახლესი ისტორიისთვისაც არახალია.
ივანიშვილმა, მისმა მთავარმა კლოუნმა ღარიბაშვილმა და დანარჩენმა პოლიტიკურმა არარაობებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ისტორია აუცილებლად „ჩარეცხავს“, როგორც ასლანის არაერთი შავრაზმელი, კორუმპირებული ჩინოვნიკი ჩარეცხა და/ან საკუთარი ქვეყნის მოღალატეთა რიგებში მიუჩენს სამართლიანად ადგილს“, - წერს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.