ჩვენ ყაზახეთთან გვაქვს მჭიდრო, სტრატეგიული თანამშრომლობა და ურთიერთობა, მეგობრობა, რომელიც გამყარებულია ორ მთავრობას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობით და ურთიერთობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის პრემიერ მინისტრ ალიხან სმაილოვთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყაზახეთს საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტიციები აქვს განხორციელებული.
„მოგესალმებით, მე მინდა მივესალმო ჩემს ძვირფას კოლეგას და ჩემს მეგობარს, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ბატონ ალიხან სმაილოვს. ეს არის ბატონი პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში და მე მინდა ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ხალხის სახელით დავუდასტურო ჩვენი მადლიერება და პატივისცემა.
ჩვენ ყაზახეთთან გვაქვს მჭიდრო, სტრატეგიული თანამშრომლობა და ურთიერთობა, მეგობრობა, რომელიც გამყარებულია ორ მთავრობას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობით და ურთიერთობით.
ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსიანი განხილვები. მიმოვიხილეთ მიმდინარე საკითხები, რომელიც უკავშირდება ყაზახეთს და საქართველოს. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ გვახარებს ის ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდში დაფიქსირდა, ვგულისხმობ ექსპორტისა და ზოგადად, სავაჭრო ბრუნვის ზრდას. ასევე მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ ტურისტების რაოდენობა ყაზახეთიდან საქართველოში ყოველ წელს იზრდება. ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვართ, ვიხილოთ მეტი ყაზახი ტურისტი და ინვესტორი საქართველოში.
ყაზახეთს ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები აქვს განხორციელებული და ჩვენ ყველა მიმართულებით ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.