ირაკლი ღარიბაშვილი: პარიზს ყოველთვის მივიჩნევდი მეორე სახლად... ამ ძნელბედობის ჟამს მე და ქართველი ხალხი თქვენს გვერდით ვდგავართ
01-12-2015, 00:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის (COP21) მონაწილეებს მიმართა.


საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლა საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ აქტზე საუბრით დაიწყო და საფრანგეთის პრეზიდენტს და ფრანგ ხალხს მიუსამძიმრა.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პარიზის ტრაგიკულმა მოვლენებმა მთელ მსოფლიოზე და საქართველოზე უდიდესი გავლენა მოახდინა.


„ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში, ასეთ მძიმე ვითარებაში თქვენი ხალხის უპრეცედენტო თავშეკავებამ, სიმტკიცემ და სიმხნევემ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მე წილად მხვდა პატივი, ვყოფილიყავი სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტი. პარიზს ყოველთვის მივიჩნევდი მეორე სახლად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდებული ქალაქი და ქვეყანა გაუძლებს ბოროტი ძალების თავდასხმებს, რომელთა მიზანიცაა გაანადგურონ ყოველივე ის, რის აშენებასაც ჩვენ, ამ დარბაზში შეკრებილნი, ვცდილობთ. გარწმუნებთ, ამ ძნელბედობის ჟამს მე და ქართველი ხალხი თქვენ გვერდით ვდგავართ და მზად ვართ ნებისმიერი სახის დახმარებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.


ტერორიზმი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ არსებობს გამოწვევები, რომლებსაც ვერც ერთი ქვეყანა მარტო ვერ გაუმკლავდება, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი და საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობის, თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობს.


საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს, როდესაც ტერორისტები ცდილობენ საზოგადოების დაყოფას არა მხოლოდ პარიზში, არამედ ლიბანში, მალიში, ეგვიპტეში, ნიგერიაში, თურქეთში, ტუნისსა და მსოფლიოს სხვა წერტილებშიც, მნიშვნელოვანია ერთად დგომა იმ პროგრესის დასაცავად, რომელსაც მსოფლიომ ბევრ სფეროში მიაღწია.


პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სერიოზული გამოწვევების ფონზე, მხედველობაშია მისაღები გრძელვადიანი მიზნები.ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ მხარეები კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით არსებით და ამბიციურ შეთანხმებას მიაღწევენ, ვინაიდან, უმოქმედობის შემთხვევაში, კლიმატური ცვლილებები მთელ მსოფლიოში გამოიწვევს ტოტალურ და არაპროგნოზირებად შედეგებს, რითაც საფრთხე დაემუქრება მილიონობით ადამიანის ცხოვრებას.
„სწორედ დღეს არის მოქმედების დრო. არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული კლიმატური ცვლილებებისგან.საქართველოს რთული მთიანი ტოპოგრაფიის გამო ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით ხშირია სტიქიური მოვლენები -წყალდიდობა, მეწყერი და ღვარცოფი. გავიხსენებ ივნისში ჩვენს დედაქალაქში მომხდარ წყალმოვარდნას, რომელმაც 19 კაცის სიცოცხლე შეიწირა და გაანადგურა თბილისის ცენტრი. გარდა ამისა, ზღვის დონის აწევამ გამოიწვია ქარიშხლებისა და სანაპიროს ეროზიის ინტენსიფიკაცია, რამაც შედეგად მოიტანა სანაპიროებისა და ინფრასტრუქტურის განადგურება“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, არსებულ ვითარებაში, საქართველოს მთავრობა მზად არის, გააათმაგოს ძალისხმევა გარემოს დასაცავად.


ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველო კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში ნამდვილი ლიდერია,განსაკუთრებით, დიდი ოდენობით განახლებადი ენერგიის გამოყენებისა და ექსპორტის გათვალისწინებით.


მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა კლიმატური ცვლილებების შემცირებისკენ მიმართული მოქმედების გააქტიურებისადმი და აღნიშნა, რომ „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილი კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული“ დოკუმენტი ითვალისწინებს გამონაბოლქვის 15-25 პროცენტით შემცირებას 2030 წლისთვის. პრემიერის თქმით, 2021-2030 წლების კლიმატთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმაში, რომელიც მომავალ წელს შემუშავდება, განსაზღვრული იქნება, როგორ უნდა მიაღწიოს ამ მიზანს საქართველომ და რა სახის საერთაშორისო მხარდაჭერა დასჭირდება ამ პროცესში.


მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ეროვნულ საკანონმდებლო დოკუმენტებზე, რომლებშიც ინტეგრირებულია კლიმატური ცვლილებების საკითხები.


პრემიერის შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო, უზარმაზარი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის წყალობით, ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად განახლებადი ენერგორესურსების 80 პროცენტს იყენებს.


ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს განახლებადი ენერგორესურსების განვითარებას ენერგეტიკაში და ამ მიზნით ახალი სტრატეგიაც შეიმუშავა.


პრემიერის თქმით, ეს ინიციატივები ევროკავშირთან ასოცირების კონტექსტში კიდევ უფრო გაძლიერდება. პრემიერ-მინისტრმა ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ის როლი, რომლის შესრულებაც ქალაქებს კლიმატური ცვლილებების ეფექტიანი შემცირების კუთხით შეუძლიათ.


ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, კონფერენციაზე მიღწეული იქნება ახალი საერთაშორისო შეთანხმება კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც იქნება საკმარისად ამბიციური, იმისთვის, რომ უზრუნველყოს გლობალური დათბობის 2-გრადუსიანი მაქსიმალური მაჩვენებლის ქვევით შენარჩუნება.


„ამ შეთანხმების მიღწევას უდიდესი მნიშვნელობა ექნება. უთანხმოება წარუმატებლობის ტოლფასი იქნება. გარწმუნებთ,საქართველო, როგორც ნამდვილი ლიდერი, გააგრძელებს შესაბამის საქმიანობას და მდგრად მომავალზე ზრუნვის საქმეში იქნება თქვენი სანდო და ამბიციური პარტნიორი, რომელიც იცავს ჩვენს საერთო კლიმატსა და გარემოს“, -მიმართა პრემიერ-მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს.


პრემიერ-მინისტრის პარიზის კონფერენციაზე გამოსვლის ტექსტს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 70
#70   Ewan
      
References:


Neosurf real money casino australia https://dreevoo.com/profile.php?pid=2599383
გუშინ, 13:21
#69   Graciela
      
References:


Payid pokies real money australia nutritionwiki.space
24 ოქტომბერი 2026 04:37
#68   Lela
      
References:


Which online pokies accept Osko neolatinswiki.site
23 ოქტომბერი 2026 13:36
#67   Nancy
      
References:


Neosurf blackjack australia https://mapleprimes.com/users/eastcoke5
22 ოქტომბერი 2026 09:33
#66   Zoe
      
References:


Secure neosurf casino australia neosurf casino banking australia
19 ოქტომბერი 2026 13:53
#65   Giselle
      
References:


BPay alternative casino payment methods summers-hildebrandt-2.hubstack.net
18 ოქტომბერი 2026 19:26
#64   Carri
      
References:


Payid pokies sites pay id pokies
17 ოქტომბერი 2026 15:26
#63   Ferne
      
References:


Neosurf casino for australian players bridgedesign.site
15 ოქტომბერი 2026 13:55
#62   Leigh
      
References:


Neosurf online pokies australia real money exclusive
neosurf casino bonuses
15 ოქტომბერი 2026 10:33
#61   Marty
      
References:


Withdraw casino winnings Osko http://bbs.88moli.top
14 ოქტომბერი 2026 11:31
#60   Summer
      
References:


PayID Osko gambling sites osko casino payouts
14 ოქტომბერი 2026 09:46
#59   Lindsey
      
References:


Wire transfer casino VIP Australia wire transfer casino sign up bonus australia
14 ოქტომბერი 2026 05:00
#58   Geraldo
      
References:


Licensed wire transfer casinos australia no fee
wire transfer casinos
13 ოქტომბერი 2026 23:41
#57   Sebastian
      
References:


Pay id pokies australia mobile pokies payid
13 ოქტომბერი 2026 23:13
#56   Odette
      
References:


How to use neosurf at online casinos bbs.xingxiancn.com
11 ოქტომბერი 2026 22:16
#55   Merri
      
References:


Bank transfer online pokies real money australia https://linkagogo.trade/story.php?title=bank-transfer-casino-online-pokies-bank-
transfer
11 ოქტომბერი 2026 07:23
#54   Jurgen
      
References:


Online casino neosurf bonus off.org.pl
5 ოქტომბერი 2026 04:19
#53   Lindsay
      
References:


Neosurf casino sign up bonus australia https://bbs.airav.cc
4 ოქტომბერი 2026 13:35
#52   Lila
      
References:


Neosurf casino australia aud https://www.1v34.com
4 ოქტომბერი 2026 11:15
#51   Sven
      
References:


Top 10 payid pokies bbs.88moli.top
1 ოქტომბერი 2026 23:18
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი