თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რთულია, გუშინ, რუსეთში განვითარებული მოვლენების შეფასება.
მისივე თქმით, ამის გამო ბევრი არასწორი მოსაზრება გავრცელდა.
„ძალიან რთულია შეფასება, რა იხარშებოდა გუშინ კრემლში. ამიტომ, ჩვენ ძალიან ბევრი სასაცილო და უაზრო შეფასება მოვისმინეთ პოლიტიკოსებისა და კონკრეტული ე.წ. ექსპერტების მხრიდან. რთულია შეფასება, რა მოხდა გუშინ. წინასწარ განზრახული იყო, დაგეგმილი იყო, თუ შემთხვევითობა იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, ამ პროცესის პარალელურად საქართველოში კეთდებოდა ქვეყნის ინტერესის საწინააღმდეგო განცხადებები.
„განცხადებები, რაც კეთდებოდა მთელი დღის განმავლობაში - ეს ყველაფერი მიმართულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ - ეს დამოკიდებულება, ეს მოწოდებები. ეს ადამიანები მიზანმიმართულად აკეთებენ ამას, შეცდომებს უშვებენ - მე გამიჭირდება ამაზე საუბარი. თითოეულმა პოლიტიკოსმა, პოლიტიკურმა პარტიამ და ზოგადად, ქვეყანაში მცხოვრებმა ადამიანმა უნდა იზრუნოს ქვეყანაზე, ქვეყნის ინტერესებზე. დამაზიანებელია ის დამოკიდებულება, რაც თუნდაც გუშინ ვიხილეთ. რა სტატუსებს წერდნენ, რა მოწოდებები იყო, ზოგი დაპირისპირებისკენ მოუწოდებდა, რომ თურმე ახლა იყო შანსი, რომ ხელისუფლება ჩამოემხოთ, ვიღაც ომისკენ მოგვიწოდებდა, ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა და დამოკიდებულება, ეს არის მტრის წისქვილზე წყლის დასხმა და ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.