კახა ოქრიაშვილი: „საქართველოში 500-კაციანი კარგად შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფი რომ შემოიჭრას, არავინ დაიცავს ბიძინა ივანიშვილს და „ოცნების“ ირაკლებს“
26-06-2023, 13:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სამწუხაროდ, თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში 500-კაციანი კარგად შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფი შემოიჭრას, არავინ დაიცავს ბიძინა ივანიშვილს და „ოცნების“ ირაკლებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახაბერ ოქრიაშვილი „ფეისბუქში“ წერს.

 


„პრიგოჟინის ამბოხმა დაგვანახა, რომ დაახლოებით 10 000-კაციან არმიას როსტოვიდან მოსკოვამდე შეუძლია თითქმის 500 კილომეტრი ისე გაიაროს, არცერთმა სახელმწიფო სტრუქტურამ წინააღმდეგობა არ გაუწიოს. ეს ნიშნავს, რომ პირადად პუტინის, რომელიც რუსეთს 23 წელიწადია შიშითა და ტყუილით მართავს და მისი რეჟიმის დაცვა არავინ სცადა. ეს ბუნებრივია - კორუფციაზე, ტყუილსა და შიშზე აგებულ ხელისუფლებას დამცველი არ ჰყავს!

 


სამწუხაროდ, თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში 500-კაციანი კარგად შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფი შემოიჭრას, არავინ დაიცავს ბიძინა ივანიშვილს და „ოცნების“ ირაკლებს. რატომ?! იმიტომ, რომ ასეთივე კორუმპირებული, შიშსა და ტყუილზე დაფუძნებული სისტემა ააგეს!

 


ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ამ შემთხვევაში, ჩვენი სამშობლო ისევ უბრალო ხალხის დასაცავი იქნება“, - წერს ოქრიაშვილი.

კომენტარები: 1
#1   seo
      
Positive site, where did u come up with the information on this posting? I'm pleased I discovered it though, ill be checking back soon to find out what additional posts you include.Thank you because you have been willing to share information with us. we will always appreciate all you have done here because I know you are very concerned with our. https://www.posterprintcenter.com/
3 ივლისი 2023 03:24
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი