თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო სანქციების გვერდით ავლის ადგილი არ ყოფილა და ამის დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი არ არსებობს.
როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან ეჭვების გამოთქმა არ კმარა, მთავარია კონკრეტული ფაქტების წარმოდგენა.
„ჩვენ გამჭვირვალედ ვიქცევით. არ არსებობს ფაქტი, რომ სანქციების გვერდით ავლისთვის გამოყენებული იყო ჩვენი ქვეყანა. ყველას პატივს ვცემ. ვიცით მეგობრობა, პარტნიორობა, მაგრამ ეჭვების დონეზე ვერ შემოვიფარგლებით, თუ რაიმე კონკრეტული ფაქტებია, წარმოადგინონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიზნით საქართველო სანქციებს არ უერთდება.
„არა ერთხელ განვაცხადეთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით. ამას აქვს ერთადერთი მიზანი, ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, არ გვინდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის დამაზიანებელი იქნება. ეს პირდაპირ კავშირშია რიგით მოქალაქესთან - გლეხზე, რომელიც შრომობს, ქმნის პროდუქტს იმისთვის, რომ შემდეგ მისი რეალიზაცია მოახდინოს. რატომ უნდა შევუშალოთ მას ხელი, მაგალითად, რუსული ბაზრის გამოყენებაზე, თუ ამით დამატებით შემოსავალს მიიღებს, გააძლიერებს ბიზნესს, რა არის ამაში ცუდი, მაშინ, როდესაც ევროპულ ქვეყნებს დღესაც არ გაუწყვეტიათ პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მან უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის შესახებაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ამის საჭიროებას განსაზღვრავენ არა პოლიტიკოსები, არამედ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, შესაბამისი სამსახურების მიერ მოპოვებულ უტყუარ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
„ცხადია, როდესაც მსოფლიოსა და რეგიონში გამოწვევებია, ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პირველ რიგში, გვქონდეს სწორი, უტყუარი ინფორმაცია გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში. რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა-არმოწვევას, ამ გადაწყვეტილებას იღებს პრემიერ-მინისტრი იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც შემოდის შესაბამისი სამსახურების მხრიდან. ყოველთვის, რამდენად რთული მდგომარეობაც უნდა იყოს, პირველ რიგში გატარებული იქნება ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე, სამარცხვინო უწოდა იმ განცხადებებს, რომელიც წინა დღეებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან ისმოდა.
„სამარცხვინო იყო ის განცხადებები და თუნდაც სოციალურ მედიაში გავრცელებული სტატუსები კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ეს ადამიანები და პოლიტიკური დაჯგუფებები ძალიან საშიშნი არიან ჩვენი ქვეყნის მომავალისთვის“, - თქვა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.