საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა იტალიაში გმირულად დაღუპულ არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ძმას, ნიკა კარტოზიას ჯილდო გადასცა.
როგორც მინისტრმა ჯილდოს გადაცემისას განაცხადა, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მამა ილია კარტოზიას გმირობა. მისივე თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ყოველწლიურად აჯილდოვებს სხვადასხვა ადამიანებს. სწორედ ამ ორგანიზაციის სამდივნოს 114-ე სესიაზე გადაწყდა არქიმანდრიტ ილია კარტოზიას დაჯილდოვება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შეთავაზების საფუძველზე. მინისტრის განცხადებით, ასეთი დონის საზღვაო ჯილდო აქამდე საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია.
"გასულ კვირას სამუშაო ვიზიტით ვიყავი ლონდონში, სადაც შევხვდი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კოჯი სეკიმიცუს, რომელმაც გადმომცა მამა ილია კარტოზიასთვის დაწესებული ეს ჯილდო. მსურს, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას და მის ხელმძღვანელს გმირულად დაღუპულ ჩვენი თანამემამულის თავგანწირვის განსაკუთრებული დაფასებისთვის და მათ მიერ დაწესებული ჯილდო მამა ილია კარტოზიას ძმას, ნიკა კარტოზიას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მინისტრმა მამა ილია კარტოზიას ძმას ნიკა კარტოზიას კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და გამძლეობა უსურვა.
2014 წლის 28 დეკემბერს იტალიურ ბორან "ნორმან ატლანტიკზე" გაჩენილი ხანძრის დროს ქართველი სასულიერო პირი გარდაიცვალა. არქიმანდრიტ ილია კარტოზიამ ზღვაში განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინა და ცეცხლმოკიდებულ გემზე მიმდინარე სამაშველო ოპერაციის დროს სამაშველო ნავში თავისი ადგილი ბავშვიან ქალს დაუთმო, თავად გემბანზე დარჩა, რის შემდეგაც მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.