ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი საავტომობილო გზაზე არმირებული რკინა-ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს.
„ახალი გზა 3 677 მეტრზე იგება. პროექტის განხორციელება, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მერის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეებთან ერთად.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1947000 ლარია. სამუშაოებს აწარმოებს შ.პ.ს. „მეკა“.
სამუშაოები სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება“, - ნათქვამია ცაგერიის მერიის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.