ნატო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი, ალექსანდრ გრუშკო თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული "სუ-24"-ის ჩამოგდებისთვის პასუხისმგებლობას ნატო-ს აკისრებს.
როგორც მან განაცხადა, ალიანსმა თურქეთს "პოლიტიკურად ხელი დააფარა".
რუსული მედის ინფორმაციით, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუსთან შეხვედრაზე გრუშკომ მას მტკიცებულებები გადასცა, რომლის თანახმად, თურქეთმა რუსული თვითმფრინავი განზრახ ჩამოაგდო.
თურქულმა გამანადგურებელმა "ეფ-16-მა" რუსული ბომბდამშენი "სუ-24" 24 ნოემბერს მას შემდეგ ჩამოაგდო, რაც თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, ფრენა გააგრძელა. "სუ-24"-ის ჩამოგდების შედეგად ერთი მფრინავი, ოლეგ პეშკოვი დაიღუპა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.