გიგლა აგულაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ბეტინა კადენბახს შეხვდა
01-12-2015, 00:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ბეტინა კადენბახს შეხვდა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის გარემოს დაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

 


სამინისტროს განცხადებით, ბიომრავალფეროვნების, დაცული ტერიტორიების, კლიმატის ცვლილებისა და სატყეო სექტორის მიმართულებებით გარემოსდაცვითი პროექტები გერმანიის ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის სამინისტროს (BMZ), გერმანიის გარემოს დაცვის, გარემოს კონსერვაციის და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროს (BMU), გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება.

 


მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

 


ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომლებსაც ჩვენი ქვეყნები ერთობლივად ახორციელებენ - ბიომრავალფეროვნება და კლიმატის დაცვა. ასევე, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე და, რა თქმა უნდა, პარიზის კლიმატის კონფერენციაზე. განვიხილეთ თუ რა მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განსახილველი კონფერენციაზე და რა პრიორიტეტები აქვს საქართველოს. შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო" - აღნიშნა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი