სუს-მა ISIS-თან კავშირის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავა
01-12-2015, 01:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა.

 

 

ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორიამ განაცხადა.

 

 

"სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში დაქირავებულ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება 410-ე მუხლის მესამე ენაწილით. გამოძიების პროცეში მოპოვებული ინფორმაციის თანახმად გამოიკვეთა რამდენიმე პირი, რომლებიც ემხრობიან "ისლამური სახელმწიფოს" იდეოლოგიას.

გამოძიების ფარგლებში 18 ნოემბერს სასამართლოს მიერ 11 სახლის ჩხრეკის შესახებ განჩინება გაიცა. 29 ნოემბერს სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ წარმოებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ყველა მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა. 4 პირის სახლიდან ამოღებულია ხელყუმბარა, ფისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები, მეხსიერებიც ბარათები, ინტერნეტმოდემები, სხვადასხვა ლიტერატრა და „ისლამური სახელმწიფოს“ მიკუთვნებული დროშები. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად სუს-ის და შსს-ს თანამშრომლებმა 4 პირი დააკავეს. მათ ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით", - განაცხადა იზორიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი