ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების - აბული-კარტიკამის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
სამუშაო პროცესი ადგილზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა, მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძესთან და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
აღნიშნულ მონაკვეთზე იგება რკინა-ბეტონის გზა და სოფლის მოსახლეობა მალე შეუფერხებლად შეძლებს გადაადგილებას.
რკინა-ბეტონის საფარი გზის 4048-მეტრიან მონაკვეთს მოიცავს.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ღირებულება 11 65024 ლარს შეადგენს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს კომპანია შპს „ჯავახავტოგზა“ ასრულებს.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.