საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.
მთავრობის მეთაურმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების პროცესში ევროპის საბჭოს მიერ გაწეული ძალისხმევისთვის.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით.
საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ხაზი გაესვა, რომ ქართული მხარე აფასებს ევროსაბჭოს მხარდაჭერას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში ჩართულობის მიმართულებით.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და გენერალური მდივნის მოადგილის კაბინეტის ხელმძღვანელი ჯანლუკა ესპოზიტო, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა და საგარეო ურთიერთობათა დირექტორატის დირექტორი მიროსლავ პაპა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და გენერალური მდივნის მოადგილის უფროსი მრჩეველი ირენ კიტსუ-მილონა ესწრებოდნენ.
საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში თამარ ტალიაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.