"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს მეზობლებს შორის ურთიერთობა არ იყოს დაძაბული" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა "როსსელხოზნადზორის" ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსეი ალექსეენკოს განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარი ალექსეი ალექსეენკოს იმ განცხადებაზე გააკეთა, რომლის თანახმადაც, თურქეთიდან ხილისა და ბოსტნეულის აკრძალვის ინფორმაციამ რუსეთის მეზობლები გაახარა.
"მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს მეზობლებს შორის ურთიერთობა არ იყოს დაძაბული, არ მოხდეს ესკალაცია და პირიქით, რაც შეიძლება მალე ამოიწუროს კონფლიქტი", - ასე უპასუხა დიმიტრი ქუმსიშვილმა ალექსეი ალექსეენკოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.